
დაბა შუახევის საჯარო სკოლისთვის პირველი სასწავლო წელი სასიამოვნო სიახლეებით იყო დატვირთული, მათ შორის აღსანიშნავია სკოლის ბაზაზე მუსიკალური ბენდის - „117“, შექმნა.
აღსანიშნავია, რომ ბენდს კალისტრატე ცინცაძე ხელმძღვანელობს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბენდმა მოკლე დროში შეძლო სხვადსხვა კონცერტებში წარმატებული მონაწილეობა, როგორც მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის ხელოვნების ცენტრში პირველად გაიმართა მუსიკალური ბენდების ფესტივალი, სადაც გოგონათა ბენდი „117“ წარმატებით წარდგა.
ყველა მონაწილეს გადაეცა დიპლომები. აღსანიშნავია, რომ ამჯერად ფესტივალი საკონკურსო სახით არ იყო, თუმცა მომავალში იგეგმება მასშტაბების გაზრდა.
სკოლაში, ბენდს წინსვლასა და წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: