„მრავალჟამიერ, წელო ახალო“- დოლოგნის საჯარო სკოლაში საახალწლო ზეიმი მოეწყო
08-01-2024
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგნის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული იყო.
სკოლაში საახალწლო ზეიმი - „მრავალჟამიერ, წელო ახალო“, გაიმართა. მოსწავლეები თოვლის ბაბუამ საჩუქრებითა და ტკბილეულით გაახარა. მათ კი იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, ინსცენირებები და პაროდიები დადგეს და ერთმანეთს ახალი წელი დიდი სიყვარულით მიულოცეს.
ღონისძიება ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი და აქტივობებით დატვირთული იყო.
„ახალი წლის დადგომა ყველას სიხარულსა და ბედნიერებას ანიჭებს. განსაკუთრებით კი, ბავშვებს, რომლებიც გაბრწყინებული თვალებით ელოდებიან თოვლის პაპას, საჩუქრებს. სკოლის დირექცია, პედაგოგიური კოლექტივი და მშობლები შპს „რასეს“ განსაკუთრებულ მადლობას უხდან, ბავშვებისთვის დღის უფრო გალამაზებისა და საჩუქრების მოტანისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს