მერენიის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები ახალ წელს ღონისძიებით შეხვდნენ
08-01-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლაში პირველი სემესტრი მხიარულად დასრულდა.
გაიმართა საახალწლო ზეიმი, რომელშიც მე-5 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლ ლიზა ჯეირანიანთან ერთად, 2024 წლის შემობრძანება აღნიშნეს. მათ სახელმწიფო ენაზე არაერთი საინტერესო ნომერი შეასრულეს, იცეკვეს, იმღერეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მეხუთეკლასელებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს და სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.