საქობოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2023 წელი ღონისძიებით გააცილეს
08-01-2024
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი მოსწავლეების განვითარებასა და მოტივირებაზე ზრუნავს.
სკოლაში პირველი სემესტრის ბოლოს, დიდი ჟრიამული იყო. მოსწავლეებმა 2023 წელი მხიარულად გააცილეს და 2024 წელს სიხარულით შეხვდნენ. გაიმართა ღონისძიება, რომლის მიმდინარეობაშიც თითოეული მოსწავლე უდიდესი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთო.
ისინი საზეიმოდ გამოეწყვნენ, თემატური ნომრები შეასრულეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას საინტერსო ნომრები წარუდგინეს და მათი მოწონება დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო გარემოც შესაბამისად იყო მორთული.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს