
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭის განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა შესაძლებლობებზე აისახება.
2023-2024 სასწავლო წლის პირველ სემესტრში სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მოაწყეს ნახატების გამოფენა შემოდგომის თემასთან დაკავშირებით.
მოსწავლეებმა გამოფენისთვის მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისთვის მადლობას უხდიან.
მოსწავლეთა ხელოვნების პედაგოგი ნანა ჩილაშვილი გახლავთ, რომელიც მოსწავლეთა ნიჭისა და უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: