
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟოშხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი, 2024 წლის შემობრძანება განსაკუთრებულად აღნიშნეს.
სკოლაში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა, სადაც ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები - სიმღერები, ცეკვები შესანიშნავად შეასრულეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ. მოსწავლეთა შემოქმედობითობამ იქ მყოფი თითოეული ადამიანი დადებითი ემოციებით აღავსო.
მოსწავლეთა მუსიკის მასწავლებელი მარიკა ონიანი გახლავთ.
მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: