
დაბა შუახევის საჯარო სკოლაში, პირველი სასწავლო სემესტრი საკმაოდ აქტიური გახლდათ, მოსწავლეები წარმატებით ერთვებოდნენ საინტერესო პროექტებში.
მათ შორის აღსანიშნავია, სკოლის თეატრალური დასის წარმატება.
სექტემბრიდან შუახევის საჯაროს სკოლამ განაცხადი წარადგინა საყმაწვილო ფესტივალზე მონაწილეობისთვის, რეგისტრირებული 43 სკოლიდან, შუახევის სკოლა შესარჩევი პირველი ტურის საფუძველზე, 12 სკოლის დასთან ერთად, საფესტივალო პროგრამაში მოხდა.
სკოლამ წარადგინა, ემენ დავითაძის პოემის მიხედვით დაწერილი სცენარი - „ვაზის გახიზვნა“, რაც მოულოდნელობა აღმოჩნდა ფესტივალის ორგანიზატორებისთვის.
სკოლის თეატრალური დასი ნომინაციაში - „ფესტივალის აღმოჩენა“, დიპლომის მფლობელი გახდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, თეტრალური დასი 12 მოსწავლისგან შედგებოდა, რეჟისორი ლია ქამადაძე, რეჟისორის ასისტენტი მზია გოგაძე, ქორეოგრაფი რამაზ დავითაძე გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ ყველა მონაწილეს სპექტაკლის წარდგენის დღეს გადაეცა დიპლომები ფესტივალის ორგანიზატორებისაგან.
იხილეთ ფოტოები: