
რუსთავის კერძო სკოლა „რუსთველის“ VII კლასის მოსწავლეები ერთმანეთს სხვადასხვა სირთულის ინგლისური სიტყვების დამარცვლასა და მათი მნიშვნელობის ცონდაში შეეჯიბრნენ.
საპრიზო ადგილები გადანაწილდა შემდეგნაირად: I ადგილი - დაჩი შავლაყაძე, II ადგილი - შოთიკო ბერიანიძე, III ადგილი - გიორგი ხარშილაძე.
ასევე განსაკუთრებით თავი გამოიჩინეს გიორგი მარგველანმა, რეზი მაჭარაშვილმა, რეზი კურტანიძემ, ნოკოლოზ დუკაშვილმა და გიორგი ქურდაძემ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პრინციპი- ,, რამდენი ენაც იცი, იმდენი კაცი ხარ!”- აძლიერებს ინტერესს და ხელს უწყობს მოსწავლეთა ინტელეტუალური დონის ამაღლებას.
„XXI საუკუნის ახალგაზრდა თანამედროვე გამოწვევებს ვერ გაუმკლავდება მხოლოდ მშობლიური ენის ცონდნით. მსოფლიო „შემჭიდროვდა“ და ეს დაახლოევება უცხო ენის ცოდნით უფრო გამარტივდა. კაცობრიობის ეს უმნიშვლელოვანესი მოთხოვნა კარგად აქვს გააზრებული ჩვენს მოსწავლეებსაც, რომლების ინგლისური ენის დახვეწის მიზნით სხვადასხვა ხერხებს მიმართავენ. დამარცვლა ანუ SPELLING ერთ-ერთი ეფექტური ხერხია ენის სრულყოფილად წვდომისა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები