ზემო თხილნარის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიტერატურულ კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
08-01-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილნარის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ კონკურსსა და აქტივობაში წარმატებით მონაწილეობდნენ.

დეკემბრის თვე კი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, განსაკუთრებული აღმოჩნდა სკოლისთვის. მე-11 კლასის მოსწავლე ლიკა მიქელაძე საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებულ ლიტერატურულ კონკურსში - „წიგნიერი“ წარმატებით მონაწილეობდა, სადაც მან მე-3 ადგილი დაიკავა. მისი ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლეილა დუმბაძე იყო.

მოსწავლე მიღწეული წარმატებისთვის სიგელითა და პრიზებით დაჯილდოვდა.

კონკურსი მწერლის, მილან კუნდერას ხსოვნას ეძღვნებოდა.  

ზემო თხილნარის საჯარო სკოლა მადლიერებას გამოხატავს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და მისი ხელმძღვანელის, გიორგი კეკელიძის მიმართ საინტერესო პროექტისათვის.

„კონკურსში გამარჯვებას ვულოცავთ მოსწავლეს ლიკა მიქელაძეს და მასწავლებელ ლეილა დუმბაძეს. მათ წარმატებებს ვუსურვებთ“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203