
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემეცნებასა და მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა ჩართულობით არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება.
ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება, სკოლაში, X და XI კლასის მოსწავლეებმა სომხური ენის მასწავლებლის - სიუზანნა ჰოვაჰნესიანის ხელმძღვანელობით გამართეს, რომელიც სომეხი დიდი მწერლის ჰოვჰანეს თუმანიანის გარდაცვალების 100 წლისთავს მიეძღვნა.
ღონისძიებაზე, რომლის სახელწოდება იყო - „დიდი სომხური მწერალი ჰოვჰანეს თუმანიანი“ მოსწავლეებმა შთამბეჭდავად წარადგინეს მწერლის ნაწარმოებები და ამით დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღავსეს.
ეს დღე საინტერესო, შემეცნებითი და ინფორმაციული იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
იხილეთ ფოტოები: