„საახალწლო საკლასო დეკორაციები“ - საინტერესო კონკურსი ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში
08-01-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში პირველ სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითა და ღონისძიებებით იყო დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ჩაერთნენ. 

სასწავლო სემესტრის ბოლოც საინტერესო კონკურსით - „საახალწლო საკლასო დეკორაციები“, დაგვირგვინდა, რაშიც მთელი სკოლა იყო ჩართული.

მოსწავლეებმა შექმნეს საინტერესო და მრავალფეროვანი დეკორაციები თავიანთი კლასებისთვის: ღია ბარათები, პოსტერები, კედლის გაზეთი, სხვა და სხვა ტექნიკით შესრულებული ნახატები, ხელნაკეთი ნაძვის ხეები და სათამაშოები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ჟიურიმ დაათვალიერა ნამუშევრები და დადებითად შეაფასა მოსწავლეთა შრომა, გამოვლინდნენ ნომინანტები - „ყველაზე კრეატიულები“, მათ დირექციისგან სიგელები გადაეცათ.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ მსგავსი ტიპის აქტივობები ხელს უწყობს თანამშრომლობითი უნარების განვითარებას, გუნდურობას, პატივისცემასა და მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. მოსწავლეები ზრუნავენ, აფასებენ და პატივს სცემენ ერთმანეთის შრომას.  

„გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულს, სიკეთეს და ბედნიერებას. ყოფილიყავით ახალი იმედებით, მიზნებით სავსე! აგსრულებოდეთ რაც გულით გინდათ! დაე, მშვიდობისა და სიკეთის წელი ყოფილიყოს ყველა თქვენგანისთვის და სრულიად კაცობრიობისთვის!“, - ბოლოს კი, სკოლაში ამ სიტყვებით მიულოცეს ერთმანეთს ახალი 2024 წელი. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203