თამარიანის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეთა ჯადოსნური საახალწლო ზეიმი 
08-01-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანის საჯარო სკოლაში, პირველი სემესტრის ბოლოს, დიდი ჟრიამული იყო.

მე-2 კლასის მოსწავლეებმა, ნინო გოგოლაძის ხელმძღვანელობით, საახალწლო ზეიმი მოაწყვეს. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, ლექსები წაიკითხეს და იმღერეს. მათ დამსწრე საზოგადოებას შობა-ახალი წელი მიულოცეს და ჯადოსნური განწყობა შეუქმნეს. 

მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. სკოლის დირექტორმა მათ სიურპრიზი მოუწყო და თითოეულ მათგანს საჩუქრები გადასცა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მთელი დღის განმავლობაში, სადღესასწაულო განწყობა იყო. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203