ხორენიის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები ახალ წელს ღონისძიებით შეეგებნენ
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლაში, გასული სემესტრის ბოლოს, დიდი ჟრიამული იყო. პირველი კლასის დამრიგებლის - აიდა აპოიანის ხელმძღვანელობით, საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომლის მიმდინარეობაშიც დაწყებით კლასების მოსწავლეები უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
პატარებმა თემატური მრავალფეროვანი ნომრები შეასრულეს, იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და ახალი წელი ყველას მიულოცეს. მათ თოვლის ბაბუამ საჩუქრები გადასცა, რითაც ძალიან გაახარა.
აღსანიშნავია, რომ პედაგოგ აიდა აპოიანს, ღონისძიების ორგანიზებაში, დაწყებითი კლასის დამრიგებლები ეხმარებოდნენ.
იხილეთ ფოტოები: