„საახალწლო ზღაპარი“ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში
08-01-2024

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო, როგორც საგანმანათლებლო, ისე გასართობი და საზეიმო ღონისძიებებით. ამ მხრივ გამორჩეული იყო წინასაახალწლო პერიოდიც. 

არხილოსკალოს საჯარო სკოლის II კლასელებმა წლის დასასრულს სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს „საახალწლო ზღაპარი“. ერთმანეთს ცვლიდნენ „წითელქუდას“, „ბურატინოს“, „წუნა და წრუწუნას“, „სოფლის მშენებლებისა“ და სხვა ზღაპრის გმირთა როლებმორგებული ბავშვები.

კლასის დამრიგებლის - ლია აფციაურისა და მშობელთა აქტიური ჩართულობით, ღონისძიება საზეიმო ატმოსფეროში წარიმართა. პედაგოგი სკოლის დირექციას თანადგომისთვის მადლობას უხდის. 

სკოლაში მეორეკლასელებსა და მათ დამრიგებელს ზღაპრული განწყობის ჩუქებისთვის ემადლიერებიან.

„სკოლის დირექცია მადლობა უხდის II კლასის დამრიგებელს, მოსწავლეებსა და მშობლებს ასეთი ლამაზი საახალწლო განწყობის შექმნისთვის. ულოცავს ახალ წელს და უსურვებს უამრავ წარმატებას და წინსვლას!“,- აღნიშნავენ სკოლაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203