„ყვავილების და ალმასების საუკუნე“ - შთამბეჭდავი კოსტიუმირებული ღონისძიება ხონის N2 საჯარო სკოლაში
08-01-2024

აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. წორედ ამიტომ, პედაგოგები მათ საინტერესო პროექტებსა და აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, ხელოვნების მასწავლებელმა - ია კინწურაშვილმა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, თავის საყვარელ VI ა კლასის მოსწავლეებთან ერთად, სკოლაში, ულამაზესი თეატრალიზებული, შემეცნებითი, შემოქმედებითი, კოსტიუმირებული პროექტი „ყვავილების და ალმასების საუკუნე“ წარადგინა.

„ბავშვებმა გვამოგზაურეს ბაროკოსა და როკოკოს ეპოქის გართობის და ფუფუნების მოყვარულ სამეფო კარზე. მათ გააცოცხლეს მე-18 საუკუნის საფრანგეთის ცნობილი პერსონაჟები კინოფილმებიდან - ჰყავდათ მეფე და დედოფალი, დარტანიანი, კარდინალი, მუშკეტერები და ტრევილი, მინისტრი, ვეზირები, მილედი და გრაფინიები. აგრეთვე, სამეფო კარის მცველიც“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს ღონისძიებაზე შთამბეჭდავად წარადგინეს ასევე, მხატვრის - ანტუან ვატოს პერსონაჟი და მისი შეგირდი, რომელმაც ადგილზე დაასრულა წინაწარ მომზადებული ესკიზი.

პროექტი იყო საინფორმაციო ხასიათის - მოსწავლეებმა სკოლაში, პედაგოგ თამარ ჩხენკელის ხელმძღვანელობით, პრეზენტაცია წარადგინეს.

ღონისძიების კულმინაცია იყო სამეფო მეჯლისი და ულამაზესი წყვილის - უფლისწულის და კონკიას ცეკვა, რომელთა ქორეოგრაფი ელენე დვალიშვილი გახლავთ.

სკოლაში, ისმოდა ლამაზი ქართული ჰანგები (პედაგოგი ფიქრია სულაბერიძე).

„წარმოდგენას განსაკუთრებული ხიბლი შესძინა სამეფო კარის მოახლემ (მშობელი-იზა გეთია) და ულამაზესმა პატარებმა“, - ამბობენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების გაფორმებაზე იზრუნეს სკოლის „საუკეთესო მშობლებმა“ და მე-7 ბ კლასის მოსწავლეებმა, რომლებმაც, სპეციალურად ამ დღისთვის, მოამზადეს „მაკნატუნა“.

ეს დღე დაუვიწყარი და ემოციური იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203