
ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 საჯარო სკოლაში, არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიის“ კლუბის სესიები.
კლუბს ფასილიტატორი ამავე სკოლის მასწავლებელი ნათია თომაშვილია. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიებში“ მიმდინარე აქტივობების მიზანია მოზარდებს განუვითარდეთ კარიერული განვითარებისა და მეწარმეობის უნარ-ჩვევები.
კლუბის წევრების სხვადასხვა აქტივობას ახორციელებენ.
ერთ-ერთი ასეთი აქტივობა იყო სოციალური საწარმო „კაფუნეში“ ვიზიტი. ეს საწარმო, როგორც სკოლაში გვიყვებიან, სოციალიზაციაზე ორიენტირებული ადგილია.
მოსწავლეებმა ხელმძღვანელი პირისგან მიიღეს საჭირო ინფორმაცია და რჩევები სხვადასხვა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება იდეა აქციო რეალობად.
„კლუბების მუშაობა ეფუძნება „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ მიერ მომზადებულ სასწავლო სილაბუსს. „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიები“ შეიქმნა ევროკავშირისა (EU) და „პური მსოფლიოსთვის" (Brot) ფინანსური მხარდაჭერით“, - გვიყვებიან სკოლაში.
სკოლა განსაკუთრებულ მადლობას უხდის ორგანიზაციას გაწეული ფინანსური მხარდაჭერისთვის.
იხილეთ ფოტოები: