„სამოთხე დედამიწაზე“ - შთამბეჭდავი თეატრალიზებული კარნავალი წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში
08-01-2024

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში პირველი სასწავლო სემესტრი ტრადიციული საახალწლო კარნავალით დაგვირგვინდა. 

კარნავალი 29 დეკემბერს დეკემბერს გაიმართა და როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს იყო თეატრალიზებული კარნავალი - „სამოთხე დედამიწაზე“. 

აღსანიშნავია, რომ ამ შთამბეჭდავი კარნავალის სცენარისტი ქართული ენისა და ლიტერატორის პედაგოგი სალომე ქობალია, ქორეოგრაფი კი, ჟანა ბენიძე იყვნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გამორჩეული იყო წლევანდელი კარნავალი ნიღბებითა და კოსტიუმებით. მოსწავლეებმა ისტორიული პერსონაჟების როლები მოირგეს და დაუვიწყარი სანახაობა მოაწყვეს. 

აღსანიშნავია, რომ კარნავალის წამყვანები X კლასის მოსწავლე ნაპოლეონი - ლუკა ტყაბლაძე (სკოლის თვითმმართველობის თავჯდომარე) და XI კლასის მოსწავლე ნატა გაბედავა გახლდათ.

„სცენაზე გაცოცხლდა ცნობილი კინოფილმების გმირები, იყო ცეცხლოვანი ცეკვები, უტკბილესი სიმღერები“, - ასე აფასებენ სკოლაში დაუვიწყარ კარნავალს, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა. 

აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ მოწვეული სტუმრები, მშობლები, მოსწავლეები და პედაგოგები. ბოლოს სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა სკოლის დირექტორმა - ფაქიზო ფანჩულიძემ, ყველას სიხარული, სიკეთე, ჯანმრთელობა, წარმატება და ულევი ბედნიერება უსურვა.

კარნავალი ულამაზესი ფეიერვერკებით დაგვირგვინდა. 

„მე უსაზღვროდ მიყვარს ჩემი სკოლა, ჩემი კრეატიული ბავშვები. ყოჩაღ,ბავშვებო!“, - აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი. 

იხილეთ ფოტო; ვიდეო 1; ვიდეო 2; და  ვიდეო 3;

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203