ხუცუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საქველმოქმედო ხასიათის საახალწლო კარნავალი
08-01-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის საჯარო სკოლაში, ახალ, 2024 წელს მოსწავლე-მასწავლებლები განსაკუთრებულად და მომზადებულად შეხვდნენ.

სკოლაში საახალწლო კარნავალი ჩატარდა, რომელსაც სამოქალაქო კლუბის წევრებმა( ხელმძღვანელი მანანა გოგიტიძე) უხელმძღვანელეს.

კარნავალზე I-VII  და VIII-XI კლასების მოსწავლეებმა სცენები წარადგინეს და სამსახიობო უნარები წარმოაჩინეს. მინი-სპექტაკლების ავტორები, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ძირითადად თავად მოსწავლეები იყვნენ. მათ აღნიშნულ დღეს ასევე, შეასრულეს სიმღერები, ჩაატარეს ვიქტორინები, თამაშებში ჩართეს სკოლის სხვა მასწავლებლები. 

სპექტაკლის ხელმძღვნალებები იყვნენ მოსწავლეები: ანრი მოწყობილი, ნინია ჯინჭარაძე, ანანო მჟავანაძე, მარი ესელიძე, ლიზი ქათამაძე, ლიზი მანელიშვილი, მარი ცინაძე და ელენე თხილაიშვილი.

სკოლა ასევე მოსწავლეთა ხელმძღვანელ პედაგოგებსა და დამრიგებლებს გვაცნობს, რომლებიც არიან: დალი ჯაში, მარინა თხილაიშვილი, ეთერ თხილაიშვილი, გული მესხიძე, მზია თხილაიშვილი, მაია მახარაძე, ლოლა ცეცხლაძე, ნანი ვერულიძე.

საახალწლო კარნავალი ძალიან შთამბეჭდავი და ხალისიანი იყო, ამავე დროს, როგორც სკოლაში გვიყვებინ, ჰქონდა საქველმოქმედო ხასიათი.

„შეგროვილ ტანსაცმელს ისინი ბავშვთა თავშესაფარს გადასცემენ“, - გვიყვებიან სკოლაში.

მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალხმრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203