მახაშის საჯარო სკოლაში ლამაზი საახალწლო ღონისძიება გაიმართა
08-01-2024
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახაშის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ. 

ისინი აღსაზრდელებს არაერთ საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. მათი ყურადღების მიღმა არც ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა დარჩენილა, როგორიც ახალი წელია. ამასთან დაკავშირებით, სკოლაში თემატური ღონისძიება გაიმართა.

მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ სხვადასხვა ნომერი შეასრულეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

აღსანიშნავია, რომ საზეიმოდ მორთულმა გარემომ სასკოლო საზოგადოების განწყობა კიდევ უფრო აამაღლა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203