შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიება ახალშენის N2 საჯარო სკოლაში
08-01-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობის ამაღლებასა და მათთვის სასიამოვნო სასწავლო გარემოს შექმნას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში ხშირად იმართება მრავალფეროვანი ღონისძიებები, რომლებშიც მოსწავლეები დიდი სიხარულით ერთვებიან, მათ შორის იყო საახალწლო ზეიმი. 

მოსწავლეებმა საზეიმოდ მორთულ სკოლაში, მრავალფეროვანი ნომრები შეასრულეს, საახალწლო ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, იმღერეს, ქორეოგრაფიული წარმოდგენები დადგეს, სპექტაკლები გაითამაშეს და ბოლოს, ერთმანეთს საახალწლო საჩუქრები გადასცეს. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას კლასის დამრიგებლები: დალი დევაძე, მზევინარ სალაძე, მანანა დუმბაძე, ეთერი ბერიძე, ნაირა შუშანიძე, მაიკო ბოლქვაძე, მედეა კვირიკაძე და მუსიკის პედაგოგი გელა ვადაჭკორია ხელმძღვანელობდნენ. 

ასე, ხალისიანად და ამაღლებული განწყობით დასრულდა პირველი სასწავლო სემესტრი ახალშენის N2 საჯარო სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203