
ბათუმის N8 საჯარო სკოლის 12 მოსწავლე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.
საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებისათვის მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ.
სკოლაში მოსწავლეებს სწავლაში მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელონ განათლების მიღება.
„ვულოცავთ, მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს!“- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: