
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლაში, მოსწავლე-მასწავლებლებმა ახალ, 2024 წელს საზეიმო დახვერდა მოუწყვეს.
დამრიგებლების: მაია ჯელაძის, ნათელა ნატმელაძის, ნონა ხუსკივაძის, თამარ მესხის ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით სკოლაში, გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით - „ახალი წელი მოდის“.
ზეიმზე ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს, სხვადასხვა ზღაპრის გმირის როლი მოირგეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
აღნიშნულ აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
ღონისძიება საინტერესო, სახალისო და დასამახსოვრებელი იყო.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციას კიდევ უფრო ამაღლებს.
იხილეთ ფოტობი: