გეჯეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა დიდი საახალწლო ზარ-ზეიმი
08-01-2024
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ წელს დიდი ზარ-ზეიმით შეხვდნენ.
დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მონაწილეობითა და პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სკოლაში, საახალწლო ღონისძიება ჩატარდა. ბავშვები სადღესასწაულო სამოსში გამოეწყვნენ, იმღერეს, მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები შეასრულეს და დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.
აქტივობებში ისინი დიდი ხალისით, ენთუზიაზმითა და ინტერესით მონაწილეობდნენ. მათ ეს დღე გაალამაზეს და მთელი სასკოლო საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტეს.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ აღნიშნული კლასების პედაგოგები: ნათია კოკაია (I კლასი), თეონა კვიციანი(II კლასი), მარი სიხარულიძე (III კლასი), ნატალია სახოკია (IV კლასი).
ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის დაუვიწყარი და ემოციებით აღსავსე იყო.
მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებით უნარებს განავითარებს, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს