„წყლის აგრეგატული მდგომარეობა“- ძველი ანაგის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა შექმნილი კომიქსები და კომპლექსური დავალების საინტერესო პრეზენტაცია
08-01-2024
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან.

მე-4 კლასში, ბუნებისმეტყველებაში, კომპლექსური დავალების პროდუქტის პრეზენტაცია გაიმართა. კომპლექსური დავალების თემა იყო „წყლის აგრეგატული მდგომარეობა“. მოსწავლეებმა კომიქსები წყლის წრებრუნვის, ცისარტყელის წარმოქმნის მიზეზებისა და ადამიანის საქმიანობით გამოწვეული მოვლენების ცვლილებებთან დაკავშირებით წარადგინეს.

პრეზენტაციას დირექციის წარმომადგენლები, კათედრის წევრები და სპეციალური მასწავლებელი დაესწრნენ. მას საგნის მასწავლებელი ლია ჯალიაშვილი უძღვებოდა.

„ბავშვებმა საუკეთესოდ გაართვეს თავი დავალებას და მოახერხეს მისი გასიტყვება“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203