ძველი ანაგის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას შობა-ახალი წელი ღონისძიებით მიულოცეს
08-01-2024
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეთა მოტივირებასა და დადებითი განწყობის შექმნაზე ორიენტირებული არაერთი აქტივობა ეწყობა.
IV კლასის მოსწავლეებმა შობა-ახალი წელი პედაგოგებს, მეგობრებს, მშობლებსა და მიწვეულ სტუმრებს ღონისძიებით მიულოცეს. მათ სხვადასხვა ნომერი შეასრულეს, დამსწრე საზოგადოებას სამეჯლისო ცეკვები წარუდგინეს, იმღერეს და ლექსები წაიკითხეს.
გარდა ამისა, ჩატარდა შეჯიბრი: კითხვა-პასუხში, სიმღერის შესრულებაში, საუკეთესო დალოცვაში, ნაძვის ხის სწრაფად აწყობასა და სხვა. ბოლოს კი, თოვლის ბაბუამ საჩუქრებით ყველა გაახარა.
„ფერიები და ფიფქები გვამოგზაურებდნენ ჯადოსნური სარკის დახმარებით სხვადასხვა ადგილებში და გვაცნობდნენ ტყის ბინადრების საახალწლო სამზადისს თუ მოსწავლეთა მეჯლის-ვიქტორინას“,- გვიყვებიან სკოლაში.
მეოთხეკლასელები და მათი კლასის დამრიგებელი - ლია ჯალიაშვილი საუკეთესო, ლამაზ წელს უსურვებენ სრულიად საქართველოს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს