„შემოდიოდა ჩიჩილაკებით ჩვენში კალანდა“ - დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეთა ზღაპრული საახალწლო ღონისძიება 
08-01-2024
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრი წარმატებით დაამთავრეს. 

სასწავლო პროცესი ტრადიციულად გაჯერებული იყო მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რა თქმა უნდა, გაიმართა არაერთი საახალწლო ზეიმი.

მათ შორის, VI კლასის მოსწავლეებმა 25 დეკემბერს ღონისძიებით - „შემოდიოდა ჩიჩილაკებით ჩვენში კალანდა“ დამდეგი ახალი წელი მიულოცეს მოსწავლეებს და დამსწრე საზოგადოებას.

მეექვსეკლასელები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საახალწლო პროგრამით წარდგნენ და ერთმანეთსა და მაყურებელს ჯადოსნური წუთები და ზღაპრული საახალწლო განწყობა აჩუქეს. 

ღონისძიება ქორეოგრაფიულად  გააფორმა ანსამბლმა - „იმედი“.

ღონისძიებას ორგანიზება კლასის ხელმძღვანელმა - ირმა დარჩიძემ გაუწია. ქორეოგრაფი ზურა წულაძე გახლდათ, მუსიკალური გაფორმება კი დარეჯან დოლიძეს ეკუთვნის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203