
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა სპორტულ მიღწევებზე აისახება.
სკოლის დირექცია მორიგ წარმატებულ მოსწავლეებს გვაცნობს. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს საოცარი ბავშვები, გონებრივ აზროვნებას ბრწყინვალედ აკავშირებენ საბრძოლო ხელოვნების სპორტულ სახეობასთან და ფიზიკურ ვარჯიშთან.
2-4 დეკემბერს, თბილისში საქართველოს უშუს მე-20 ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მიიღო ქუთაისის უშუს გუნდმა - „რკინის კაცები“. სწორედ ამ გუნდის შემადგენლობაში იასპარეზეს ქუთაისის N40 სკოლელებმა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში სპორტსმენები მონაწილეობდნენ მთელი საქართველოდან.
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სანიმუშოდ იასპარეზეს სხვადასხვა სტილში და ტურნირიდან 7 ოქროს მედლით დაბრუნდნენ.
აი სკოლის ჩემპიონებიც:
სკოლაში გუნდის მწვრთნელს - ზურაბ კაპანაძეს მადლობას უხდიან, მოსწავლეებს კი შემდგომ წარმატებას უსურვებენ.
„მადლობა, გუნდის მწვრთნელს ბატონ ზურაბ კაპანაძეს, დაე მუდამ გეამაყოთ თქვენი მოსწავლებით“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: