
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრი წარმატებით დასრულდა. ტრადიციულად, პედაგოგები მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავდნენ და მათ საინტერესო და მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობდნენ.
მათ შორის აღსანიშნავია, 21 ნოემბერს, მე-4ა კლასში, ჩატარებული საჩვენებელი გაკვეთილი მათემატიკაში, რომლის თემაც იყო - „შეკრებისა და გამოკლების თვისებების დემონსტრირება გამოსახულების მნიშვნელობის პოვნა სხვადასხვა ხერხის გამოყენებით“. სასწავლო პროცესს დაწყებითი კლასის მასწავლებელი და მე-4ა კლასის ხელმძღვანელი ქეთინო დიაკონიძე უძღვებოდა.
სწორად შერჩეული და მრავალფეროვანი რესურსის გამოყენებით, მასწავლებელმა მოსწავლეებს გაუადვილა ახალი მასალის გაგება-გააზრება. ბავშვებმა ხალისით შეასრულეს პრაქტიკული დავალებები როგორც ინდივიდუალურად, ასევე წყვილებში.
გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორი ნინო ვარდოსანიძე.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დირექტორმა დადებითად შეაფასა გაკვეთილი, მოსწავლეთა ჩართულობა სწავლა-სწავლების პროცესში და უსურვა მათ წარმატებები.
იხილეთ ფოტოები: