
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. ამ მხრივ გამორჩეული იყო 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრი, რაც მოსწავლეთა სწავლის წყურვილზე დადებითად აისახა. პედაგოგები განსაკუთრებულად ზრუნავდნენ ყველაზე პატარების - პირველკლასელების სასწავლო მოტივაციაზე.
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში პირველკლასელთა პირველი ნაბიჯები მართლაც საინტერესო და სახალისოა.
მათ შორის, პირველკლასელების პირველი საჩვენებელი გაკვეთილი, მრავალფეროვანი, მიზანმიმართული აქტივობების მონაცვლეობით საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა.
აღსანიშნავია, რომ პედაგოგმა - ინგა მეტონიძემ სააზროვნო კითხვების დასმით აქტივატორის როლი შეასრულა. 1-ელი ბ კლასის მოსწავლეები სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთნენ, სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით შეძლეს ტექსტის გაგება-გააზრება, გაიმდიდრეს ლექსიკა და გამოთქვეს საკუთარი აზრი, პერსონაჟების ქცევასა და საკუთარ გამოცდილებას შორის პარალელი გაავლეს.
გაკვეთილს სკოლის დირექტორი ნინო ვარდოსანიძე ესწრებოდა, რომელმაც დადებითი შეფასებებითა და პოზიტიური უკუკავშირით ახალბედა მოსწავლეების თვალები სიხარულით აანთო.
იხილეთ ფოტოები: