
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში აქტიურად იმართება შემეცნებითი თუ შემოქმედებითი კონკურსები, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ერთვებიან.
სკოლაში, 27 ნოემბერს მხატვრული კითხვის კონკურსის II ტური გაიმართა, სახელწოდებით - „ვკითხულობთ გალაკტიონს“.
აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობდნენ Vა და IXგ კლასის მოსწავლეები, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი კი, მაია ნიკოლაძე გახლავთ.
მხატვრულად წაკითხული ლექსების შემდეგ, შედეგმაც არ დააყოვნა და წარდგენილ მოსწავლეთა უმრავლესობამ
წარჩინებისთვის საპატიო სიგელი დაიმსახურა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან ორი კლასიდან წარმოდგენილი 18 მონაწილიდან, 11 მოსწავლე წარმატებით გადავიდა კონკურსის III ტურში.
იხილეთ ფოტოები: