ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა 
05-01-2024

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში თანამშრომლობითი კულტურის დანერგვას დიდი ყურადღება ეთმობა, პედაგოგები თავიანთ გამოცდილებას ერთმანეთს უზიარებენ და არაერთ საინტერესო შეხვედრას აწყობენ.  

სწორედ ამ მიზნით, კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელმა - თამთა გაჩეჩილაძემ და ინფორმაციულმა მენეჯერმა - მარი ივანიძემ, ჩაატარეს სამუშაო შეხვედრა მასწავლებლებთან. 

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე ღრუბლოვანი საცავის მიზნობრივი გამოყენების შესახებ განიხილეს: ფაილებისა და საქაღალდეების შექმნა, ატვირთვა და გაზიარება.

შეხვედრის ხელმძღვანელებმა, პედაგოგებს კიდევ ერთხელ მიაწოდეს ინფორმაცია ღრუბლოვანი საცავის მნიშვნელობაზე, აუცილებლობასა და მოქნილობაზე

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203