„ფოთოლი“ - საინტერესო საჩვენებელი გაკვეთილი ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში
05-01-2024

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, შედეგზე ორიენტირებულ და მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

სკოლაში, საკმაოდ ნაყოფიერი იყო პირველი სასწავლო სემესტრი, საინტერესო გაკვეთილებითა თუ ღონისძიებებით გაჯერებული, მათ შორისაა მე-3კლასში ჩატარებული საჩვენებელი გაკვეთილი.

საჩვენებელი გაკვეთილი, 21 ნოემბერს, საგან ბუნებაში, დაწყებითი კლასის მასწავლებელმა ნათია ჟორჟოლიანმა ჩაატარა, თემა კი - „ფოთოლი“, გახლდათ. 

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორი ნინო ვარდოსანიძე.

მოსწავლეები გაეცნენ ფოთლის სტრუქტურას, დაახარისხეს მარტივი და რთული ფოთლები, ფერადი ფოთლებით ააწყვეს აპლიკაციები და შეასრულეს შემაჯამებელი ქვიზები.

მასწავლებელმა სწორად შერჩეული, ფერადი რესურსებით მოსწავლეებს მარტივი ენით მიაწოდა ახალი მასალა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეებს შესასწავლი თემის უკეთ გაგება-გააზრებაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სკოლის ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა მიმდინარე გაკვეთილი და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა. 

​იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203