ქუთაისის N40 საჯარო სკოლის წიგნის მოყვარულთა კლუბის წევრებმა შეხვედრაზე საბავშვო მწერლის ნაწარმოები განიხილეს
04-01-2024

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში წიგნის მოყვარულთა კლუბი „მეიგნობარი“ აქტიურად ფუნქციონირებს.

მისი წევრების ჩართულობით, სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა საინტერესო შეხვედრები იმართება. 

ერთ-ერთ ასეთ მორიგ შეხვედრას ესწრებოდნენ კლუბის წევრი მე-4, მე-5 , მე-6,- მე-7 კლასის მოსწავლეები და კურატორები: ვალიდა კვირიკაშვილი და დარეჯან ნემსაძე.

პედაგოგებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში გამოიკითხეს ედით ნესბიტის „რკინიგზის ბავშვების“ მე-9 თავი „პერქსის სიამაყე“ და მე-10 თავი „საზარელი საიდუმლო“.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებმა სწორად გააანალიზეს წაკითხული ტექსტი და შესაბამისად სწორ დასკვნებამდეც მივიდნენ.

„აღნიშნული თავების წაკითხვისას ყურადღება გამახვილდა პერსონაჟების ისეთი თვისებებზე , როგორიცაა: გულისხმიერება, მზრუნველობა, სიკეთის კეთების სურვილი, თავმდაბლობა“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღნიშნულ დღეს ბავშვებმა ცოდნა და კრიტიკული აზროვნება შესანიშნავად წარმოაჩინეს.

მომდევნო მეცადინეობისთვის,  როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებს დაევალათ ნაწარმოების მომდევნო მე-11 და მე-12 თავების წაკითხვა და საკვანძო საკითხებზე ყურადღების გამახვილება.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203