ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბიოლოგიის გაკვეთილზე საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს
04-01-2024

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული გაკვეთილი ტარდება.

ერთ-ერთი ასეთი საინტერესო ბიოლოგიის გაკვეთილი მე-8 კლასში, პედაგოგ სოფიო გველესიანის ხელმძღვანელობით განხორციელდა, სადაც მოსწავლეებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს.

ფაქტობრივი ცოდნის ზრდა მათ დაუკავშირეს თემის შინაარსიდან გამომდინარე ექსპერიმენტსა და კვლევის დაგეგმვა-განხორციელებას.

„ეს ზრდის სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას და დადებითად მოქმედებს მათ მოტივაციაზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

კვლევის მიზანი იყო, მოსწავლეებს დაედგინათ, თუ რა ანიჭებს ძვალს ელასტიურობასა და სიმტკიცეს.

კვლევის საფუძველზე, მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ უკეთ გაეაზრებინათ:

  • ძვლოვანი ქსოვილის შემადგენლობა;
  • თუ რა ძირითად ფუნქციებს ასრულებს ძვლოვანი სისტემა;
  • რა შეიცვლება ორგანიზმში, თუ ორგანული და არაორგანული ნაწილი ძალიან შემცირდება ძვლებში;
  • როგორი თანაფარდობა იქნება ორგანულ და არაორგანულ ნივთიერებებს შორის ბავშვის ორგანიზმში;
  • რა იწვევს ძვლების ხშირ მოტეხილობას ასაკოვან ადამიანებში;
  • რა მნიშვნელობა აქვს კვების რაციონს, განსაკუთრებით ფეხმძიმეებსა და ბავშვებში.

მოსწავლეებმა იმსჯელეს, როგორ შეიცვალა ნიმუშები (ძვლის მოდელი) ექსპერიმენტის შემდეგ. შედეგებზე დაყრდნობით გააკეთეს შესაბამისი დასკვნა.

„მიღებულ ინფორმაციას აუცილებლად გამოიყენებენ ყოველდღიურობაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203