ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების ფარგლებში, სტატიები თემაზე - „უსამართლობა და სასჯელი“ შექმნეს
04-01-2024

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.

ერთ-ერთი ასეთი საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი მე-9 კლასში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, პედაგოგმა - მაია ნიკოლაძემ ჩაატარა. გაკვეთილი კომპლექსურ დავალებას მოიცავდა და უკავშირდებოდა ილია ჭავჭავაძის მოთხრობას „სარჩობელაზედ“.

გაკვეთილზე, მოსწავლეებმა ნაწარმოების მთავარი სათქმელის გააზრებისა და გაანალიზების შემდეგ, შექმნეს სტატიები თემაზე - „უსამართლობა და სასჯელი“.

„მათ კლასში წარმოადგინეს თავიანთი ნააზრევი, მოიშველიეს მაგალითები (გ.ჩოხელის - „თევზის წერილები“) დასვეს შეკითხვები, იმსჯელეს, პედაგოგთან ერთად გამართეს დისკუსია საკამათო თემაზე“, - გვიყვებიან სკოლაში.

აქტივობებში ბავშვები დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

გაკვეთილმა საინტერესოდ და წარმატებულად ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203