ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, ვულკანის მაკეტები დაამზადეს 
03-01-2024
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პროფესიონალი მასწავლებლები მოსწავლეების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ.

მორიგი საინტერესო კომპლექსური დავალება - „ვულკანი“, მე-5 კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველებაში შეასრულეს. მოსწავლეებმა, დავალების ფარგლებში, ინფორმაცია ყველაზე საშიში ვულკანების ამოფრქვევის შესახებ მოიძიეს და კლასს სხვადასხვა მასალით დამზადებული ვულკანის მაკეტები წარუდგინეს.

მოსწავლეებმა ვულკანის ამოფრქვევის იმიტაცია სოდისა და ძმრის გამოყენებით მოაწყვეს. გაკვეთილმა ხალისიანად და პროდუქტიულად ჩაიარა, მეხუთეკლასელებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

მათი ბუნებისმეტყველების მასწავლებელი - სოფიო გველესიანი, ხოლო კლასის ხელმძღვანელი თამთა გაჩეჩილაძეა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203