„დემეტრე II თავდადებული“- ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული გარემოა შექმნილი. მათ პროფესიონალი მასწავლებლები არაერთ საინტერესო აქტივობას სთავაზობენ.
მათ შორის, მე-5ა კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მაია ნიკოლაძემ, მოსწავლეებთან ერთად, კომპლექსური დავალება - „დემეტრე II თავდადებული“ შეაჯამა.
როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეები გაეცნენ გმირი წინაპრის ისტორიას, თავგანწირვასა და უსაზღვრო სიყვარულს სამშობლოსადმი. მათ წარსულში იმოგზაურეს და მძიმე არჩევანის წინაშე მდგომი მეფის მრჩეველები გახდნენ. მეფეს მეხუთეკლასელებმა წერილი მისწერეს, რითაც წერილის წერის ფორმატი გაითავისეს.
აღსანიშნავია, რომ მე-5ა კლასის დამრიგებელი - თამთა გაჩეჩილაძე, ხოლო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია ნიკოლაძე არიან.
„მოსწავლეებმა ინდივიდუალური ხედვით მხარი დაუჭირეს ან პირიქით, დაგმეს მისი არჩევანი ალტერნატიული გადაწყვეტილების შეთავაზებით. კომპლექსური დავალება აღმოჩნდა დამაფიქრებელი, მეტად საინტერესო და სახალისო“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: