ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებით იასპარეზეს
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე, ისე ჯანსაღი ცხოვრებითა და სპორტით დაინტერესებაზე ზრუნავენ.
სწორედ ამისა დასტურია ისიც, რომ მოსწავლეები არაერთ თემატურ აქტივობაში ერთვებიან. მათ შორის, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, სპორტის ოთხ სახეობაში გამართულ მუნიციპალურ თამაშები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა აღნიშნულ შეჯიბრებებში ძალიან კარგად და ღირსეულად იასპარეზეს. შედეგად, კროსში გოგონებისა და ბიჭების გუნდებმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ხელბურთში გოგონებმა ბრინჯაო დაიმსახურეს, ბიჭები კი ჩემპიონის ტიტულს მეორედ დაეუფლნენ.
მოსწავლეებს გამარჯვება სკოლის დირექტორმა ნინო ვარდოსანიძემ მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.
„ძვირფასო, მოსწავლეებო! თქვენით ამაყობენ სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: