ფანაგის საჯარო სკოლა გილოცავთ 2024 წელს, რომელიც საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა
02-01-2024
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანაგის საჯარო სკოლა 2024 წლის შემობრძანებას ულოცავს საქართველოს მოსახლეობას, ქვეყანას ბედნიერებასა და მშვიდობას უსურვებს. სკოლაში საზეიმო განწყობისა და ახალი წლის ჯადოსნური პერიოდის შესაგრძნობად ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ხალისით მონაწილეობდნენ.

როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, ფანაგის სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა დიდი მონდომებითა და ხალისით მიიღეს მონაწილეობა წაიკითხეს ლექსები, წარმოადგინეს მუსიკალური და საცეკვაო ნომრები.ზეიმმა ძალიან მხიარულად და სასიამოვნო ვითარებაში ჩაიარა.

სკოლა მადლობას უხდის ღონისძიების ხელმძღვანელებს მანანა ხაჭვანს და მზიური რატიანს და აქვე ყველას ულოცავს ახალ წელს.

„ფანაგის საჯარო სკოლა გილოცავთ და გისურვებთ ფეხბედნიერი ყოფილიყოს დამდეგი შობა ახალი წელი ყველასთვის. მშვიდობა, ჯანმრთელობა წარმატებები და უფლის წყალობა არ მოგაკლდეთ,მრავალ შობა-ახალ წელს“, - აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ღონისძიების ამსახველი ფოტო-ვიდეო:



ღონისძიების ვიდეო 1
ღონისძიების ვიდეო 2

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203