წინარეხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2023 წელი ზღაპრული ღონისძიებით გააცილეს
31-12-2023

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლის მოსწავლეები დამდეგი შობა-ახალი წელი იზეიმეს. 

სკოლამ ზამთრის არდადეგების დაწყებით 2023 წელი გააცილა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებსა და მიწვეულ სტუმრებს მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა შესთავაზეს. მოსწავლეებმა ღონისძიება სიმღერებით, ლექსებითა და ცეკვებით გააფორმეს. აღსანიშნავია, რომ ასეთი ღონისძიება პირველკლასელებისთვის პირველი იყო და სკოლის დირექცია მაქსიმალურად შეეცადა, მათთვის ეს დღე დაუვიწყარი გაეხადა.

ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა მიიღეს სიმბოლური საახალწლო საჩუქრებიც და საახალწლო ნაძვის ხესთან მხიარული ფოტოსესიაც მოაწყვეს.

სკოლაში ახალ წელს დიდი შემართებით, გეგმებითა და ახალი მიზნებით ხვდებიან და დამდეგს მთელ საქართველოს საუკეთესო სურვილებით ულოცავენ. 

„წინარეხის საჯარო სკოლა ულოცავს სრულიად საქართველოს დამდეგ ახალ, 2024 წელს და უსურვებს მშვიდობას, განათლებული თაობის სიმრავლეს  და მრავალჟამიერ წინსვლას.

აქვე აღვნიშნავთ, რომ სკოლა წელს გადიოდა ავტორიზაციის პროცესებს და ელოდება საბოლოო დასკვნას. დაე, მომავალი წელი სკოლისთვის ყოფილიყოს ღირსეული, სრული ავტორიზაციის მოპოვების წელი!“,-აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203