ბათუმის N8 საჯარო სკოლის პირველკლასელთა ზღაპრული საახალწლო წარმოდგენა 
29-12-2023

ბათუმის N8 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დამდეგი შობა-ახალი წელი იზეიმეს. 

28 დეკემბერს, I კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ნანა ზენაიშვილის ხელმძღვანელობით, საახალწლო ღონისძიება გამართეს. 

პირველკლასელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ.

წითელ კოსტიუმებში გამოწყობილმა პატარებმა კარგად მოირგეს თავიანთი როლები, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორის მოადგილე ნინო გოგოლიშვილი და მოსწავლეთა მშობლები. 

დასასრულს ნინო გოგოლიშვილმა მოსწავლეებსა და სტუმრებს მიულოცა დამდეგი შობა-ახალი წელი და უსურვა შემდგომი წარმატება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203