ბეჟანოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ილუსტრირებული წიგნი შექმნეს
29-12-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
ახლახან, მე-8 კლასის მოსწავლეებმა, ჯგუფური მუშაობის შედეგად, შექმნეს და აკინძეს წიგნი - „რობიზონ კრუზო“
მოსწავლეებმა ნაწარმოების შესახებ სხვადასხვა საინტერესო ინფორმაცია მოიძიეს, თავისი ხელით აკინძეს წიგნი და გააფორმეს ილუსტრაციებით.
მოსწავლეთა შემოქმედებითობისა და მონდონების წასახალისებლად ჯგუფის თითოეულ მონაწილეს მასწავლებელმა სიგელები და საჩუქრად ქართველი პოეტების წიგნები გადასცა.
აქტივობას ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგი რუსუდან მელიქიძე ხელმძღვანელობდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს