
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა არა მხოლოდ შემეცნებითი, არამედ სახალისო პროცესია.
ამჯერად, მეოთხე კლასის მოსწავლეებმა საგანში - ბუნება იმუშავეს საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე, რომლის თემა იყო - ციკლური პროცესები ბუნებაში, ხოლო საკითხი - წყლის წრებრუნვა.
გაიმართა დავალების შეჯამება, რომელსაც მოსწავლებმა წარმატებით გაართვეს თავი და საკითხის ცოდნა წარმოაჩინეს.
გაკვეთილს მასწავლებელი შორენა დავითაძე ხელმძღვანელობდა.
აღსანიშნავია, რომ შავღელეს საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები: