
გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის უფროსკლასელებს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ესტუმრნენ.
თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა სერჟანტებმა - დავით გულუამ და შავლეგ თირქიამ მათ ძალიან გულითადი და სასარგებლო პრეზენტაცია წარუდგინეს.
მათ ამომწურავი პასუხი გასცეს მოსწავლეთა არაერთ წამოჭრილ კითხვას. აღნიშნულ დღეს მოსწავლეებმა საინტერესო სტუმრებისგან საჭირო ინფორმაცია მიიღეს. მოსწავლეებს სტუმრებმა საჩუქრები გადასცეს და გაახარეს.
„მადლობა მათ ასეთი მეგობრული შეხვედრისათვის, ამომწურავი პასუხებისთვის, საჭირო ინფორმაციის მოწოდებისთვის, მოსწავლეების დასაჩუქრებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: