საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე-2 კლასელებმა მაყურებელი ანდერსენის ზღაპრების ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურეს
29-12-2023
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მორიგი შთამბეჭდავი საახალწლო წარმოდგენა გაიმართა.
პატარებმა ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპრების ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურეს მაყურებელი.
ყველასათვის ცნობილი ზღაპრის - „ყინულის დედოფლის“ მე-2ა კლასის მოსწავლეთა ინსცენირება შთამბეჭდავი და საინტერესო იყო.
უშიშარი გერდა არ ერიდება ყინვას და ხიფათით სავსე გზას გადის კაის გადასარჩენად, რომელიც ბოროტ დედოფალს ყინულოვან სასახლეში ჰყავს გამოკეტილი.
პატარების მიერ განსახიერებული როლები, მეზღაპრე-მთხრობელების მიერ განსხვავებული ვერსიით იყო წარმოდგენილი. მასში გაერთიანებული სიმღერისა და ცეკვის ნომრები შთამბეჭდავ სანახაობას ქმნიდა.
ღონისძიების ორგანიზატორები და იდეური მხარდამჭერები იყვნენ პედაგოგები - ელენე მიროტაძე, ლალი მელივა, ნინი კანტიძე,ლეილა თვალაბეიშვილი. მუსიკალური გაფორმება ნინო ბიბილურს ეკუთნის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს