მარაბდის საჯარო სკოლის თვითმმართველობამ პირველ სემესტრში განხორციელებული აქტივობები შეაჯამა
29-12-2023

ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში თვითმმართველობის შემაჯამებელი სხდომა ჩატარდა, რომელსაც წევრებთან ერთად, დანარჩენი მოსწავლეებიც ესწრებოდნენ.

მოსწავლეებმა შეაჯამეს პირველ სემესტრში განხორციელებული აქტივობები, ერთმანეთს მიულოცეს რესურსცენტრის გადმოცემული ჯილდო - სიგელი - „წლის საუკეთესო სკოლის თვითმმართველობა“.

„ბავშვებს მეტად გაუძლიერდათ მოტივაცია, პასუხისმგებლობა, შრომისმოყვარეობა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე მათ განიხილეს და დასახეს სამომავლო მიზნები და აქტივობები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203