
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლის პედაგოგები, მუდმივად ცდილობენ მოსწავლეებს საინტერესო და მათ სურვილებს მორგებული სასწავლო პროცესი შესთავაზონ.
ამის დასტურია, პედაგოგ ქეთო დარჩიძის ინიციატივა VII კლასში.
მოსწავლეებმა, ინგლისურ ენაში, საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს, რომლის თემაც - advertisement გახლდათ.
მუშაობის პროცესში, მოსწავლეებმა თავანთი კრეატიული ხედვა და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს, დავალებაზე დიდი ინტერესით იმუშავეს და პედაგოგის შექებაც დაიმსახიურეს.
იხილეთ ფოტოები: