ნიგოზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული საახალწლო ღონისძიება
29-12-2023

ვახტანგ ჯაოშვილის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზეთის საჯარო სკოლაში წინასაახაწლო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაში სკოლის ყველა მოსწავლე მონაწილეობდა. ღონისძიების მონაწილეებმა მაყურებლებს მრავალმხრივი აქტივობები შესთავაზეს, მოსწავლეებმა ნოდარ დუმბაძის მოთხრობის გმირები გააცოცხლეს.

მე-7 კლასელებმა სპექტაკლი „მოგზაურობა ისტორიაში“ შესთავაზეს დამსწრე საზოგადოებას და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს. 

ღონისძიება დატვირთული იყო ცეკვებით, ინგლისურენოვანი ლექსებით და სიმღერებით, რომლებშიც მონაწილეობდნენ როგორც ნიგოზეთის საჯარო სკოლის, ასევე წყალშავის სკოლის მოსწავლეები.

ღონისძიების დასასრულს ბავშვებისათვის ჩატარდა გათამაშება, სადაც მათ საჩუქრად სხვადასხვა პრიზი მიიღეს.

ღონისძიებაზე, ასევე როგორც სკოლაში გვიყვებიან, საქართველოს სამგზის და ევროპის ორგზის ვიცე ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, მირანდა კაპანაძეს სკოლის დირექტორმა - მერი პაპიძემ დააჯილდოვა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203