შავღელეს საჯარო სკოლაში მაგიდის ჩოგბურთში შიდასასკოლო ფესტივალი გაიმართა
29-12-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამის დასტურია 25, 26 და 27 დეკემბერს, სკოლაში ჩატარებული შიდასასკოლო ფესტივალი მაგიდის ჩოგბურთში. 

ფინალური ეტაპი, საბაზო და საშუალო საფეხურის ვაჟებს შორის მოეწყო.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა მე-11 კლასის მოსწავლემ - იოსებ მამულაძემ და დამსახურებული სიგელი გადაეცა. 

ასევე, გეგმის მიხედვით გამართა საშუალო საფეხურის გუნდური, ფინალური შეხვედრა გოგონათა შორის, სადაც გაიმარჯვა მე-10 კლასის გოგონათა გუნდმა, რომელიც დაჯილდოვდა სიგელით.

აღსანიშნავია, რომ სპორტულ ღონისძიებას სპორტის მასწავლებელი ზურაბ ქამადაძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203