
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული.
ამჯერად, სკოლის IV კლასში, პროექტის პრეზენტაცია თემაზე - „ქართული ფულის ნიშნების პრაქტიკაში გამოყენება“ ჩატარდა.
პრეზენტაციის დროს მოსწავლეებმა საკუთარი რესურსების დახმარებით, მსმენელს აჩვენეს, თუ რა ღირს ესა თუ ის ნივთი და როგორ ხდება ლარისა თუ თეთრის გამოყენებით მათი შეძენა.
პროექტის განხორციელებაში, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მნიშვენლოვანი როლი ითამაშეს მშობლებმა. მოსწავლეებმა მათი დახმარებით წარადგინეს რესურსების ღირებულება, ფასები შეადარეს ერთმანეთს - ერთი ნივთი მეორეზე რამდენიმე მეტი ან ნაკლები იყო.
„პრეზენტაცია მეტად შედეგიანი იყო, რამაც ხელი შეუწყო თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: